რეზონანსი
08.12.2024

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ჟურნალისტების სოლიდარობის აქციის მონაწილეები იმყოფებიან, ხმაური იყო. კერძოდ, ხმაური აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის გამოიწვია პოლიციების მოწოდებამ, რომ აქციის მონაწილეებს ქვეითისთვის სამოძრაო ტერიტორია დაეტოვებინათ, სადაც ნაძვის ხის აწყობა მიმდინარეობს.

სამართალდამცველები მედიის წარმომადგენლებს მოუწოდებდნენ, რომ საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე გადასულიყვნენ.

მედიის წარმომადგენლები დაემორჩილნენ პოლიციის მოწოდებას და საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე გადაინაცვლეს.

ამასთან, ამ დროისთვის, „თბილისერვის ჯგუფის" წარმომადგენლები, ნახვის ხის დამონტაჟების პროცესს აგრძელებენ. ჯერჯერობით, სამართალდამცველებს ის ფოტოსურათები, რომლებიც მედიის წარმომადგენლებმა ნაძვის ხის კონსტრუქციაზე განათავსეს, არ ჩამოუხსნიათ.

შეგახსენებთ, რომ მედიის მხარდამჭერი აქციის მონაწილე ოპერატორები და ჟურნალისტები რესპუბლიკის მოედნიდან საქართველოს პარლამენტთან მსვლელობით მივიდნენ.

აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად ნაძვის ხესთან, რომელსაც ამონტაჟებენ, იმ ადამიანების ფოტოები დატოვეს, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე აქციებზე დაშავდნენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×