რეზონანსი
08.12.2024

მივიღებთ კანონს, რომლითაც აიკრძალება შეკრების მონაწილეების მიერ, მათ შორის კონტრშეკრების მონაწილეების მიერ სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა, – ამის შესახებ საქართველოს  პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კანონი, რომელიც ხელს შეუწყობს ძალადობის პრევენციას შეკრებების დროს. ეს კანონები მოქმედებს ევროკავშირს წევრ არაერთ ქვეყანაში და ძალადობის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია ჩვენთანაც ასეთი კანონის მიღება.

ტექნიკურად მოვახერხებთ იმის ორგანიზებას, რომ უკვე მომავალი კვირის ბოლომდე იქნეს მიღებული შესაბამისი კანონი. ეს კანონი თვის ბოლომდე სრულად ამოქმედდება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×