რეზონანსი
07.12.2024

აი ასეთი უსისხლო ხალხია ნაცები და მათი სატელიტები. ვერ მიაღწიეს მიზანს,რასაც მსხვერპლი ჰქვია და სხვა ადამიანის უბედურებას ირიბად ცდილობენ თავისთვის გამოიყენონ, - ასე ეხმიანება გიორგი გამსახურდია, ავტოავარიის შედეგად ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით რადიკალების რეაქციას, რომლებსაც გარდაცვლილის შვილმა მოუწოდა, სპეკულაციებისთვის მისი ტკივილის გამოყენება შეწყვიტონ.

გამსახურდიას განცხადებით, ოპოზიციის ჩაფლავებული ძალადობრივი სცენარისთვის საჭიროა მსხვერპლი და ყველაფერს გააკეთებენ, რომ ამას მიაღწიონ.

„აი ასეთი უსისხლო ხალხია ნაცები და მათი სატელიტები. ვერ მიაღწიეს მიზანს,რასაც მსხვერპლი ჰქვია და სხვა ადამიანის უბედურებას ირიბად ცდილობენ თავისთვის გამოიყენონ. როდიდან ვამბობდი და ვამბობ, მათი ჩაფლავებული და გაბანძებული, ძალადობრივი სცენარისთვის მსხვერპლია საჭირო, მაგრამ არ და ვერ გამოსდით. ყველაფერს იჩალიჩებენ რომ მაგ მიზანს მიაღწიონ, მაგრამ ნული, არაფერი. ესენი ხომ ივანოვის და ლავროვის მოთრეული ხალხია მათი ბელადიანად და შესაბამისად, უჯიშო რუსების და ვოვას მეთოდები აქვთ." - წერს გამსახურდია Facebook-ზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×