რეზონანსი
06.12.2024

კოალიცია „ძლიერი სქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისშვილის მეუღლე ამბობს, რომ ეს არის ერთადერთი დაპირება, რომელიც ივანიშვილმა შეასრულა, რადგან მუდმივად ამბობდა, რომ ყველა პოლიტიკოსს დაიჭერდა.

„ივანიშვილის დაპირებები გვახსოვს, ბოლო დაპირება იყო ის, რომ ყველა პოლიტიკოსს დაიჭერდა და ჩასვამდა ციხეში, ეს არის ერთადერთი დაპირება, რომელიც მან შეგვისრულა, დარწმუნებული ვიყავი ასე მოხდებოდა, მოლოდინი მქონდა.

როგორც აქამდე, მე და ჩემი შვილები ვიდექით აქციაზე და ვაპროტესტებდით, გავაგრძელებთ სიარულს, იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც საავადმყოფოებში სიცოცხლისთვის იბრძვიან", - უთხრა „პირველებს" ელისაშვილის მეუღლემ.

„ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×