რეზონანსი
30.11.2024

გუშინდელისაგან განსხვავებით, დღევანდელ აქციაზე ოპოზიციის ლიდერი პრაქტიკულად არ გამოჩენილან. მომიტინგეებისათვის სიტყვით არავის მიუმართავს და არც სამოქმედო გეგმა შეუთავაზებია. ის კი არადა, მთელი აქციი განმავლობაში უწყვეტ სატელევიზიო კადგებში მხოლოდ გიორგი ვაშაძემ და სოფო ჯაფარიძემ გაიელვეს. სხვა პოლიტიკოსები რუსთაველზე, სავარაუდოდ არც იმყოფებოდნენ.

რა გახდა ოპოზიციის ლიდერების ასეთი პასიურობის მიზეზი. ამის ახსნა ცოტა რთულია, თუმცა ანალიტიკოს დავით ქართველიშვილის აზრით, ოპოზიციამ ამჯერადაც აბსოლუტური კრახი განიცადა და ახლა არ იციან მომიტინგეებს რა უთხრან.

„დღეს, როდესაც ისევ გავასწარით მოვლენებს [და დროებით ჩავეხსენით რადიკალებისთვის შანტაჟის იარაღად ქცეულ მოლაპარაკებებს], ოპოზიციამ აბსოლუტური კრახი განიცადა - ვეღარც გამოდიან მათ მიერ აქციაზე გამოყვანილ ხალხთან და აღარც იციან, რა უნდა უთხრან მათ, რადგან მათი ჭკუით, 16 დეკემბერს რაც უნდა გაეჟღერებინათ, [რომ ევროკომისია მოლაპარაკების გახსნაზე უარს ამბობდა საქართველოსთან და ამის გამო პროტესტი უნდა აეგორებინათ], ახლა ამას ვეღარ აკეთებენ, სამი კვირით ადრე ხომ არ იტყვიან ამ გეგმის შესახებ და ამით ყველას ხომ ვერ აჩვენებენ, რომ ეს ყველაფერი ფარსი და წინასწარ დაგეგმილი თამაშია, რომლითაც მათ რიგებში ბოლო კუდის მოქნევას აპირებდნენ. ამიტომ, ეს 6 000-მდე მომიტინგე ნელ-ნელა მარგინალიზდება, რის გამოც, აუცილებლად შეუბრუნდება თავისივე ლიდერებს. თუმცა, ამავდროულად, დღეს ვხედავთ სიტუაციის გამძაფრებას, ვხედავთ, რომ იმ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს მართლა ამზადებენ და ამას ძალიან ხისტი, სისხლისსამართლებრივი პასუხი უნდა გაეცეს“, - აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×