რეზონანსი
14.11.2024

ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, დასავლეთში ფიქრობდნენ, რომ საქართველოში არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებდა და მათთვის სამწუხაროდ, ქართველმა ხალხმა სხვა გზა აირჩია.

„ისინი თავისუფლები არიან არჩევანში. ევროპარლამენტში დებატებისას ამბობდნენ, რომ ასე შეუძლებელია გაგრძელება. მე გამახსენდა გერმანიის საელჩოს განცხადება, შვედეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადება, ჩვენ ვართ დემოკრატია და უნდა მივიღოთ არჩევნების შედეგები მაშინაც კი, თუ ის არ ემთხვევა ჩვენს ოცნებას.

შოკისმომგვრელია ბევრი ჩემი კოლეგის დამოკიდებულება, რომლებსაც არ სურთ ქართველი ხალხის მიერ გაკეთებული არჩევანის მიღება. ეს დებატებია და შემდეგ პლენარულზე იქნება რეზოლუცია. არ ვიცი რა ჩაიწერება. შესაძლოა იყოს ისევ სანქციების დაწესებაზე მოწოდებები. რაზე უნდა იყოს სანქციები? სანქციები უნდა დაუწესდეს ქართველ ხალხს თავისუფალი არჩევანის გამო? უნდა დაასანქცირონ კანონიერად არჩეული ხელისუფლება? მგონია საბჭოთა კავშირის აზროვნება შორს იყო ჩვენგან და აღმოჩნდა, რომ - არა. ქართველ ხალხს სურს ევროკავშირში გაწევრიანება. საქართველო უნდა იყოს ევროკავშირის წევრი.

გამოდის, რომ ორი ევროპაა. ერთი ურსულა ფონ დერ ლაიენის ევროპა, რომელიც მუდმივად მითითებაზე დაფუძნებული და არის მეორე, ორბანის ევროპა. მე მოხარული ვიყავი ორბანის საქართველოში ხილვით. ჩვენ ერთ ჯგუფში ვართ და ბედნიერი ვიყავი მისი საქართველოში ვიზიტით, როდესაც მან მიულოცა გამარჯვება ქართველი ხალხის არჩევანს. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ასეთი ევროპისთვის. ჩვენ უნდა ვცეთ პატივი ქვეყნებს, რომლებსაც წევრობა სურთ და მათი არჩევანი მივიღოთ“, - აღნიშნა მან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×