რეზონანსი
14.11.2024

ევროკავშირი ისრაელთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერებას განიხილავს. ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს. სააგენტო წერს, რომ ეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ღაზაში ადამიანის უფლებების სავარაუდო დარღვევების გამო შესთავაზა.

"როიტერს" ინფორმაცია საქმესთან დაკავშირებულმა ოთხმა დიპლომატმა დაუდასტურა. სტატიაში ვკითხულობთ, რომ ისრაელმა ღაზაში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაძლო დარღვევების შესახებ ჟოზეფ ბორელის არც ერთი შეშფოთება არ გაითვალისწინა. პოლიტიკური დიალოგის შესაჩერებლად საჭიროა ევროკავშირის ყველა, 27 წევრი ქვეყნის თანხმობა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×