რეზონანსი
14.11.2024

ევროპის პოლიციამ 43 ადამიანი დააკავა ფულის გათეთრებისა და მაფიის საქმიანობის გზით საგადასახადო თაღლითობის საქმის გამოძიების ფარგლებში. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკავშირის პროკურატურა და იტალიის პოლიცია ავრცელებენ.

უწყებების ცნობით, გამოძიება ეხება IT-პროდუქტებითა და ელექტრონული მოწყობილობებით ვაჭრობისას საგადასახადო თაღლითობას და მოიცავს 400-მდე კომპანიას. გამოძიებას 200-მდე ეჭვმიტანილი ჰყავს ძირითადად იტალიასა და ევროპის რამდენიმე სხვა ქვეყანაში, ასევე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.

ევროკავშირის პროკურატურის ცნობით, დაკავებულები ასევე ეჭვმიტანილი არიან დღგ-ს გადახდისგან თავის არიდებით მიღებული შემოსავლით იტალიური მაფიის საქმიანობის ხელშეწყობაში.

დაკავებულთა შორის 34 ციხეშია, ცხრა კი – შინა პატიმრობაში. კიდევ ოთხ ეჭვმიტანილს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ბრალდებულები დააკავეს ჩეხეთში, ნიდერლანდებში, ესპანეთსა და ბულგარეთში.

გამოძიების ფარგლებში აღმოჩენილია 1,3 მილიარდი ევროს ღირებულების ყალბი ინვოისები, რომლებიც 2020-2023 წლებით თარიღდება. დაყადაღებულია 520 მილიონი ევროს ოდენობის თანხა, ასევე უძრავი ქონება სიცილიისა და ლიგურიის სანაპიროებზე, კომოს ტბასა და მილანში. ჩხრეკა ჩატარდა ათობით მისამართზე იტალიაში, ასევე ესპანეთში, ლუქსემბურგში, ჩეხეთში, სლოვაკეთში, ხორვატიაში, ნიდერლანდებში, ბულგარეთში, კვიპროსში, შვეიცარიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×