რეზონანსი
13.11.2024

კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრი, ქეთი თურაზაშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისგან თეონა ჯაფარიძის თანამდებობიდან გათავისუფლებას მოითხოვს. მისივე განცხადებით, ჯაფარიძემ თურაზაშვილის მამას, ალექსანდრე თურაზაშვილს სატელეფონო საუბრის დროს შეურაცხყოფა მიაყენა და ამ ფაქტიდან ერთი საათის შემდეგ გარდაიცვალა. 

"ალექსანდრე თურაზაშვილი, საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიაში პარტია მოქალაქეებს წარმოადგენდა, მასზე დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდა და უბნების დასათვალიერებლად  დადიოდა. იმის გამო, რომ მას არცერთი პასუხისმგებელი პირი უბნებზე არ დახვდა, მიზეზის დასადგენად რამდენიმე უბნის თავმჯდომარეს დაუკავშირდა. აღნიშნულის  შესახებ აცნობეს საოლქო კომისიის წევრს და ოცნების პოლიტიკის ინტერესების გამტარებელ თეონა ჯაფარიძეს, რომელიც გაღიზიანდა ალექსანდრეს საქმიანობით, დაურეკა მას და წარმოუდგენელი შეურაცხყოფა მიაყენა.

ამ სატელეფონო საუბრიდან ერთ საათში მამა გარდაიცვალა. მამამ დამირეკა 12:31 საათზე, მომიყვა ჯაფარიძესთან საუბრის დეტალები, ის აღელვებული იყო და აღნიშნა, რომ საკადრისი პასუხი არ გასცა თეონა ჯაფარიძეს, არ უპასუხა არაფერი, რასაც ეს უტიფარი ქალი იმსახურებდა. 46 წუთში უკვე დედამ დამირეკა და მითხრა, რომ მამა გარდაიცვალა", - განაცხადა ქეთი თურაზაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×