ავიაკომპანია „ლუფთჰანზას" რეისი, რომელიც ბუენოს აირესიდან ფრანკფურტის მიმართულებით ასრულებდა ფრენას, ძლიერ ტურბულენტობაში მოჰყვა.
მედიის ცნობით, ძლიერი ტურბულენტობის გამო 11 ადამიანი დაშავდა.
„სამწუხაროდ, ხუთმა მგზავრმა და ეკიპაჟის ექვსმა წევრმა დაზიანებები მიიღო", - განაცხადა ავიაკომპანია „ლუფთჰანზას" სპიკერმა.
ავიაკომპანიის ცნობით, დაშავებულებს სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ მას შემდეგ, რაც თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაეშვა დანიშნულების ადგილზე.
ამავე ინფორმაციით, ბორტზე 329 მგზავრი და ეკიპაჟის 19 წევრი იმყოფებოდა.