რეზონანსი
12.11.2024

 "მთელი სოფელი დასტირის ლაშას... ვერავინ უბედავდა დედას იმის თქმას, რომ ერთადერთი შვილი აღარ ჰყავს" - რას ჰყვებიან ახალგაზრდაზე, რომელიც თბილისში გარდაცვლილი ნახეს

თბი­ლის­ში, ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ერთ-ერთ ბი­ნა­ში, 2 ახალ­გაზ­რდა გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 23 წლის ბიჭი და 21 წლის გო­გო­ნა სა­ვა­რა­უ­დოდ წინა დღით არი­ან გარ­დაც­ვლი­ლე­ბი. მე­გო­ბარ­მა გან­გა­ში მას შემ­დეგ ატე­ხა, როცა ლაშა სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რებს არ პა­სუ­ხობ­და. საქ­მე­ში პო­ლი­ცია ჩა­ერ­თო და ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში პო­ლი­ცი­ამ ქალ-ვა­ჟის ცხედ­რე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნა.

მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა ოპე­რა­ტი­უ­ლად და­ი­წყო. ცხედ­რე­ბი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში გა­და­ას­ვე­ნეს და ახლა ექ­სპერ­ტი­ზა და­ად­გენს, რა გახ­და ახალ­გაზ­რდე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი.

ერთი ვერ­სი­ით, ტრა­გე­დი­ის მი­ზე­ზი ნარ­კო­ტი­კით ზე­დო­ზი­რე­ბაა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კი მე­გობ­რე­ბი სხვა ვერ­სი­ა­საც გა­ნი­ხი­ლა­ვენ და არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ ტრა­გე­დი­ის მი­ზე­ზი გა­ზით ინ­ტოქ­სი­კა­ცია ყო­ფი­ლი­ყო.

ჩვენ და­ვად­გი­ნეთ გარ­დაც­ვლი­ლი მა­მა­კა­ცის ვი­ნა­ო­ბა, ის 23 წლის ლაშა მინ­დე­ლია. მისი ოჯა­ხი წლე­ბის მან­ძილ­ზე ქუ­თა­ის­ში ცხოვ­რობ­და, თუმ­ცა ახლა რამ­დე­ნი­მე წე­ლია რაც ლაშა თბი­ლის­ში ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში ცხოვ­რობს. ის თბი­ლის­ში მუ­შა­ობ­და და ეს ბი­ნაც, სა­დაც ცხედ­რე­ბი იპო­ვეს მას ჰქონ­და ნა­ქი­რა­ვე­ბი.

ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბის შემ­დეგ გვი­ან ღა­მით ლაშა მინ­დე­ლის ცხე­და­რი წყალ­ტუ­ბოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ გე­გუთ­ში გა­და­ას­ვე­ნეს, სა­დაც მისი დედა ცხოვ­რობს.

რო­გორც ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, ლაშა დე­დი­სერ­თა იყო. დედა ამ ერ­თა­დერთ შვილს თავს დას­ტრი­ა­ლებ­და.

"ძა­ლი­ან მძი­მე ამ­ბა­ვია. მთე­ლი სო­ფე­ლი დას­ტი­რის ლა­შას და ვიწ­ვით მისი დე­დის სა­ცო­და­ო­ბით. ერ­თა­დერ­თი შვი­ლი ჰყავ­და დე­დას, ლაშა ძა­ლი­ან კარ­გი ახალ­გაზ­რდა იყო. მუ­შა­ობ­და თბი­ლის­ში და ნა­ქი­რა­ვებ­ში ცხოვ­რობ­და. რა გახ­და ამ ტრა­გე­დი­ის მი­ზე­ზი, არ ვი­ცით. დე­დამ მარ­ტო გა­ზარ­და, ქუ­თა­ის­ში ცხოვ­რობ­დნენ, მერე რო­გორც ვიცი, იქ ბინა გა­ყი­დეს, გე­გუთ­ში ჰქონ­დათ სო­ფე­ლი და აქ გად­მო­ვი­და დე­და­მი­სი სა­ცხოვ­რებ­ლად.

ვე­რა­ვინ უბე­დავ­და დე­დას, რომ ეს სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი ეთ­ქვა მის­თვის. ჯერ უთხრეს ლაშა დაჭ­რე­სო, მერე კი გა­ი­გო, რა უბე­დუ­რე­ბაც სჭირ­და. ძა­ლი­ან კარ­გი ახალ­გაზ­რდა აღარ არის, დე­დის იმე­დი. დღეს მო­ას­ვე­ნეს. ლაშა წლე­ბია წლე­ბია, თბი­ლის­შია, დე­და­მი­სიც გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი თბი­ლის­ში მუ­შა­ობ­და, მაგ­რამ მერე სო­ფელ­ში ჩა­მო­ვი­და.

ლა­შაც ჩა­მო­დი­ო­და ხან­და­ხან, მაგ­რამ ძი­რი­თა­დად მუ­შა­ობ­და და დრო არ ჰქონ­და. მა­გის მეტი არა­ვინ გა­აჩ­ნდა დე­და­მისს, ისე მე­ცო­დე­ბა გული მეწ­ვის მისი სა­ცო­და­ო­ბით. არც მშობ­ლე­ბი ჰყავს ცო­ცხა­ლი, არც ძმა, ამ ერ­თა­დერ­თი შვი­ლის იმე­დად იყო და ეს ტრა­გე­დი­აც დატ­რი­ალ­და, მი­ზე­ზი არ ვი­ცით რა იყო. გოგო ვინ იყო, არ გვაქვს ამა­ზე ინ­ფორ­მა­ცია, რო­გორც ამ­ბო­ბენ, მე­გო­ბა­რი იყო. ლაშა და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა. გაგ­ვა­ნად­გუ­რა ყვე­ლა ამ ამ­ბავ­მა" - ამ­ბობს ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ახ­ლო­ბე­ლი.

 

წყარო: ამბები.გე

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×