რეზონანსი
12.11.2024

ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის თარგზე მოჭრილი პროკურატურა პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს - ამის შესახებ გამოკითხვიდან გამოსულმა "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ განაცხადა. 

ბუაძის თქმით,  გამოძიება მიმდინარეობს მხოლოდ და მხოლოდ ერთი მუხლით - პროკურატურა არ აწარმოებს გამოძიებას ზეგავლენაზე და არჩევნების უფლების ფარულობასთან დაკავშირებით.

კიდევ ერთხელ გამოიკვეთა ის პოლიტიკური მოტივაცია, რომელიც ამ გამოძიებას აქვს. აქ კითხვები არ დასმულა

იმისათვის, რომ კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით მიეღო გამოძიებას ინფორმაცია. ეს არის წინასწარ, ძალიან კონკრეტული პოლიტიკური მოტივაციით შედგენილი შეკითხვები. მე დღეს წარვადგინე კონკრეტული ფაქტი, სადაც აგერ ვიდეოზე აღბეჭდილი არის გარდაცვლილი ადამიანის დედა, რომელიც საუბრობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისი შვილი 4 წელზე მეტია არის გარდაცვლილი, მაინც იმყოფება საარჩევნო სიაში. ყველაზე გამაოგენებლი, რაც დღეს ჩემთვის იყო, ეს არის ის, რომ გამოძიება მიმდინარეობს მხოლოდ და მხოლოდ ერთი მუხლით - პროკურატურა არ აწარმოებს გამოძიებას ზეგავლენაზე, არ აწარმოებს გამოძიებას არჩევნების უფლების ფარულობასთან დაკავშირებით. ეს არის ბოტასების ქურდის, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის თარგზე მოჭრილი პროკურატურა, რომელიც ასრულებს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ დაკვეთებს", - განაცხადა საბა ბუაძემ.

"ძლიერი საქართველოს" წარმომადგენლის, ლევან სამუშიას თქმით კი, დღეს სასამართლოზე საბა ბუაძემ რეესტრიდან ამოღებული ინფორმაციაც წარადგინა, რის მიხედვითაც, კორპუსი, სადაც ხალხია მიწერილი, საერთოდ არ არსებობს.

შეგახსენებთ, რომ დღეს "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძე და კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი ტენგო ტევზაძე მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხნენ. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×