რეზონანსი
10.11.2024

2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში 144 867 მსუბუქი ავტომობილი იმპორტი განხორციელდა, რომლის ჯამურმა ღირებულებამაც 2.34 მილიარდ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ავტომობილების იმპორტი შემცირებულია, კერძოდ, 2024 წლის 9 თვეში საქართველომ 166 485 ერთეული ავტომობილი 2.55 მილიარდ დოლარად შეიძინა.

საქართველო ავტომობილების უდიდესი ნაწილს წელს ამერიკიდან ყიდულობდა. კერძოდ, წელს ქვეყანაში 103 206 ავტომობილი შემოვიდა აშშ-დან და მისმა ჯამურმა ღირებულებამ 1.25 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ბოლო 5 წლის ჭრილში (იანვარ-სექტემბერი) ამერიკიდან მანქანების იმპორტი გაზრდილია, თუმცა გასული წლის 9 თვესთან შედარებით მაჩვენებლები შემცირდა. მაგალითად, გასულ წელს ამერიკიდან 118 832 ერთეული ავტომობილი ვიყიდეთ.

აღსანიშნავია ისიც, რომ წელს საანგარიშო პერიოდში საქართველოდან რეექსპორტზე გავიდა 78 610 ავტომობილი, საიდანაც მიღებულმა შემოსავალმა 1.76 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს კი მაშინ როცა 2023 წლის იანვარ-სექტემბერში რეექსპორტზე გავიდა 79 316 ავტომობილი, რომლის ღირებულებამაც 1.57 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ავტომობილების რეექსპორტი საქართველოში მეტწილად ყაზახეთსა და ყირგიზეთში გავიდა. ყაზახეთში ექსპორტირებულია 37 304 ავტომობილი (551 მილიონი დოლარის), ხოლო ყირგიზეთში 23 209 მანქანა (838 მილიონი დოლარის).

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×