რეზონანსი
10.11.2024

პარტია "სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე ეკა ბესელია ამბობს, რომ "შაბათის ეთერის" ჟურნალისტურმა გამოძიებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები კარგად დაგეგმილი, ორგანიზებული ოპერაცია იყო, რომელიც ხმების ფალსიფიკაციას ემსახურებოდა. მისი თქმით, როდესაც მსგავს სქემაში სახელისუფლებო რესურსია ჩადებული, ეს უმძიმესი დანაშაულია.

რაც უფრო მეტი მასალა ჩნდება და რასაც ახლა ჟურნალისტები აანალიზებენ, სურათს ქმნის, რომ ეს იყო სისტემური, ორგანიზებული, დაგეგმილი ოპერაცია არჩევნების შედეგების ფალსიფიკაციისკენ მიმართული, რაც მასშტაბი და სიმძიმე ამ დანაშაულის იზრდება. იმიტომ, რომ როცა ეს ხდება ორგანიზებულად, სისტემურად და ამაში არის ჩართული სახელისუფლებო რესურსი, ეს არის მძიმე დანაშაული და ეს, რომ შევხედოთ შედეგის თვალსაზრისით, ქვეყანაში ცვლის კონსტიტუციურ წესრიგს, იმიტომ, რომ ვინც წააგო, ამბობს „მოვიგე“ და ვინც მოიგო, იმას ეუბნება, რომ „წააგე“, - ამბობს ბესელია. 

შაბათის ეთერის" ხელშია ახალი მტკიცებულებები, რომელიც 26 ოქტომბერს არსებულ სქემას ფარდას ხდის. ჩანაწერის მიხედვით, ირკვევა, რომ გადამწყვეტ არჩევნებზე, ე.წ. კაპიტნებსაც მკაცრად აკონტროლებდნენ ანუ იყვნენ კაპიტნების კაპიტნებიც.

საჯარო სამსახურებში დასაქმებულები არჩევნების დღეს კაპიტნებად მუშაბდნენ, რომ "ქართულ ოცნებას" რაც შეიძლება მეტი ხმა მიეღო. შაბათის ეთერმა რამდენიმე საათის წინ გაასაჯაროვა ხმოვანი შეტყობინებებიც. ერთ-ერთ აუდიოფაილში "ოცნების" ქოლ ცენტრების ხელმძღვანელი ასახელებს ციფრს, რომელიც ივანიშვილის პარტიამ არჩევნებზე მიიღო. ეს რიცხვი არ ემთხვევა ცესკოს მიერ დაწერილ მონაცემებს. სხვაობა 166 615 ხმაა, რაც ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილის გუნდი საპარლამენტო უმრავლესობას ვერ მოიპოვებდა, არჩევნები რომ არ გაეეყალბებინათ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×