რეზონანსი
10.11.2024

შემაჯამებელი ოქმების გაბათილებაზე საჩივრების განხილვა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.  ვითარება მას შემდეგ დაიძაბა რაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ლაშა ფარულავამ ცესკო  გაყალბებაში ამხილა, რასაც უწყების ხელმძღვანელის გიორგი კალანადარიშვილის გაღიზიანება მოჰყვა.  ოპოზიციონერ პოლიტიკოსს სხდომათა დარბაზი მანდატურებმა დაატოვებინეს.  

"ეს არ იყო კენჭისყრა, ეს იყო რუსული სპეცოპერაცია, რომლითაც გაუქმდა დემოკრატია ქვეყანაში" - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

მისი თქმით, ცესკოს ხელმძღვანელი პირები მთავარი გამყალბებლები და რუსული სპეცოპერაციაში მთავარი როლის შემსრულებლები არიან. ლაშა ფარულავამ ცესკოს დატოვების შემდეგ საჯაროდ დახია საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი.

კომისიის წევრებს შორის დაპირისპირება მოჰყვა იმ საკითხსაც, რომ ცესკოს მხარდასაჭერად ტროლების და ბოტების გამოყენება ხდება. 

საარჩევნო ადმინისტრაციაში   კოალიციების  "ძლიერი საქართველოსა" და  "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" და ასევე ორგანიზაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივრებს განიხილავენ, რომელიც არჩევნების ტოტალური გაყალბების, ამომრჩევლის დაშინების, მოსყიდვის და ხმის მიცემის ფარულობის პრინციპის დარღვევის გამო, იმ უბნების შედეგების გაბათილებას ითვალისწინებს, სადაც კენჭისყრა ელექტრონული წესით ჩატარდა. არასამთავრობო სექტორის მხრიდან კითხვები დაისვა იმასთან დაკავშირებითაც, თუ რა კრიტერიუმებით შეირჩა საარჩევნო ბიულეტენების ქაღალდი და შესაბამისი მარკერი, რომელთა გამოყენების შემდეგაც არჩევნების ფარულობა ვერ იქნა უზრუნველყოფილი.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ასევე ლონდონის საარჩევნო უბნის შედეგების  შემაჯამებელი ოქმის გაუქმებასა და ხელახალ დათვლას ითხოვდა, თუმცა ცესკომ სარჩელი არ დააკმაყოფილა. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×