ფიზიკური დაპირისპირება ხობში - საოლქო კომისიაში ემაჯამებელი სხდომის შემდეგ ქალებმა იჩხუბეს. "ერთიანობა -ნაციონალური მოძრაობის" წევრი მანანა ქავთარაძე ამბობს, რომ სხდომის დასრულების შემდეგ ოლქის თავჯდომარის მოადგილემ, შორენა ცქირიამ ჯერ მობილური წაართვა, შემდეგ თავში ჩაარტყა.
ოპოზიციონერის თქმით, მას შემაჯამებელ ოქმზე შენიშვნის ჩანაწერის გაკეთებდა სურდა, რასაც ადგილზე დაპირისპირება მოჰყვა.
მართმევს ეს გაღიზიანებული თავმჯდომარე ამ ტელეფონს. შემდეგ ვითხარი, რა უფლებით მართმევ ტელეფონს-თქო, მაქვს გადაღების უფლება-თქო და რომ ვცდილობ, რომ ჩემი ტელეფონი წავართვა თავმჯდომარეს, ამ დროს მოადგილე ართმევს ჩემს ტელეფონს, გამოვიძახე პოლიცია, დღეს მივედი ოლქში და შორენა მეუბნება, ძაან არაადეკვატური იყო შენი საქციელიო, დამიწუნა იქ რაღაც სახის მიმიკები და ტიკები, შეურაცხადი ხარ, შეურაცხყოფა მომაყენა, გაღიზიანდა, ადგა და სახეში გამარტყა", - ამბობს მანანა ქავთარაძე "პირველებთან".
შორენა ცქირია კი ირწმუნება, რომ აგრესიული ქმედებებით თავათ მანანა ქავთარაძე გამოირჩეოდა.
ქავთარაძე ორი დღეა აგრესიული ქმედებით გამოირჩევა, უშვერი, სალანძღავი სიტყვებით იყო მთელი კომისიის წევრების მიმართ, შემდეგ არიდება მინდოდა თავსი, გავედი და ეგრევე სახეში შემომაფურთხა. მერე გადავიდა აგრესიულ ქმედებაზე", -ამბობს შორენა ცქირია.