რეზონანსი
08.11.2024

ოლაფ შოლცს თავისი პრობლემები აქვს და როგორ მოიცალა საქართველოსთვის, არ ვიცი, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

პრემიერ-მინისტრს კითხვა დაუსვეს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცისა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის ერთობლივ განცხადებაზე „გამჭვირვალობის კანონისა“ და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით, რაზეც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გერმანიის კანცლერს უფრო მეტად უნდა ეცალოს საკუთარი პრობლემებისთვის.

„ოლაფ შოლცს დაეშალა კოალიცია, უახლოეს მომავალში დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები, მე მგონი, გერმანიის კანცლერს უფრო მეტად უნდა ეცალოს საკუთარი პრობლემებისთვის და საქართველოს თემებთან დაკავშირებით არ უნდა აკეთებდეს განცხადებებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×