|

ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ იმ მემკვიდრეობას, რომელიც ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა, ჩვენი თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს გამსჭვალული იმ იდეალებით, რომლებსაც ის ემსახურებოდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყვარელში, „ილიაობა 2024"-თან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ილია ჭავჭავაძე მოღვაწეობდა სხვადასხვა სფეროში და ყველგან განსაკუთრებული კვალი დატოვა.
„ილია ჭავჭავაძე იყო სრულიად მრავალმხრივი ნიჭით, გასაოცრად მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი. ის მოღვაწეობდა სხვადასხვა სფეროში, ყველა სფეროში დატოვა განსაკუთრებული კვალი ჩვენს ქვეყანაზე და შეუძლებელია, რომ ასეთი ადამიანი არ იყოს საგანგებოდ მოვლენილი ღმერთისგან ჩვენი ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 1987 წელს ილია ჭავჭავაძე იქნა წმინდანად შერაცხული და მას ეწოდა წმინდა ილია მართალი. ეს არის საუკეთესო შეფასება იმ მოღვაწეობისა, რომელიც ილია ჭავჭავაძემ განვლო საკუთარი ქვეყნისთვის, საკუთარი სამშობლოსთვის და საკუთარი სამშობლოს სარწმუნოებისთვის. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ მაქსიმალურად იმ მემკვიდრეობას, რომელიც დაგვიტოვა ილია ჭავჭავაძემ. თითოეული ჩვენი ნაბიჯი უნდა იყოს გამსჭვალული იმ იდეალებით, რომლებსაც ემსახურებოდა ილია ჭავჭავაძე", - განაცხადა პრემიერმა.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|