რეზონანსი
08.11.2024

მივიღე სამართლიანი, კანონიერი გადაწყვეტილება, ჩემი სინდისისა და მხარეების მონაწილეობით, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებზე დაყრდნობით! - ამის შესახებ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა აცხადებს.

ხუჭუა არჩევნებთან დაკავშირებულ საჩივრებზე მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ განმარტებას კიდევ ერთხელ აკეთებს.

„მივიღე სამართლიანი, კანონიერი გადაწყვეტილება, ჩემი სინდისისა და მხარეების მონაწილეობით, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებზე დაყრდნობით! ურყევად მჯერა, რომ საქართველოს მომავალი სამართლის უზენაესობის განმტკიცებაზეა დამოკიდებული!" - განუცხადა „ინტერპრესნიუსს" ვლადიმერ ხუჭუამ.

ცნობისთვის, თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ 4 ნოემბერს წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში დაახლოებით 30 უბნის საარჩევნო შედეგები გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. ექსპერიმენტი სხდომათა დარბაზში მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას ინიციატივით ჩატარდა, რითაც დადასტურდა, რომ ხმის მიცემის დროს ამომრჩევლის ნების ფარულობა ირღვეოდა. 7 ნოემბერს კი რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×