რეზონანსი
08.11.2024

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში ახალი შეტევა წამოიწყო. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, რუსულმა ჯარმა შეტევა პოგრებკის, ზელიონი შლიახის, დარინოს და სუჯას მიმართულებებით დაიწყო. უკრაინის ჯარი რთულად იგერიებს შეტევას.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, რუსეთი შეტევის დროს ტრადიციულ ტაქტიკას იყენებს, კერძოდ, ქვეითთა საბრძოლო მანქანით ქვეითების დესანტირებას ახდენს.

უკრაინული მედიის მტკიცებით, ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ვითარებაა სუჯაში, თუმცა ყველა სხვა დანარჩენ მიმართულებაზე რუსების შეტევა წარმატებულად იქნა მოგერიებული.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×