რეზონანსი
07.11.2024

 აშშ-ის არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, ოთხშაბათს ამერიკელი მილიარდერის, ილონ მასკის ქონება 21 მილიარდი დოლარით გაიზარდა და 285,6 მილიარდი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ფორბსი" ავრცელებს.

დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ ილონ მასკის კომპანია „ტესლას" აქციების ფასი დაახლოებით 15%-ით გაძვირდა და 288 დოლარს გადააჭარბა, რაც წელს დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

კომპანიების - „ტესლას", „სფეის იქსის" და სოციალური ქსელ X-ის მფლობელი ილონ მასკი დონალდ ტრამპის მხარდამჭერი და მისი საარჩევნო კამპანიის უმსხვილესი შემომწირველია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×