"ეს არის მორიგი ფარსი, თვალში ნაცრის შეყრა იმისათვის, რომ თქვან, ჩვენ გამოძიება ჩავატარეთ და ვერაფერი ვერ დავადგინეთო" - ასე ეხმაურება "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე მაგისტრი მოსამართლის წინაშე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გამოკითხვის ფაქტს.
მისი თქმით, ეს არის "ბიძინა ივანიშვილის კონტროლირებადი პროკურატურის მიერ იმიტირებული პროცესი".
ეს არის მორიგი ფარსი, თვალში ნაცრის შეყრა იმისათვის, რომ თქვან, რომ ჩვენ გამოძიება ჩავატარეთ და ვერაფერი ვერ დავადგინეთ. ცხადია, რომ ეს არ არის სერიოზული პროცესი, ეს არის "ქართული ოცნების" და ბიძინა ივანიშვილის კონტროლირებადი პროკურატურის მიერ იმიტირებული პროცესი. აქ არანაირ შედეგს ჩვენ არ უნდა ველოდოთ, ამიტომ ვითხოვთ საერთაშორისო, დამოუკიდებელი სტრუქტურის მიერ ამ არჩევნების პროცესის გამოძიებას, სიმართლის დადგენას და ჩვენებას საზოგადოებისთვის. ეს არის ბუნებრივი მოთხოვნა, როდესაც მმართველ პარტიას მიტაცებული აქვს მართლმსაჯულების სისტემა, პროკურატურა, პოლიცია, სასამართლო. ამ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ჩვენი მოთხოვნა არის ბუნებრივი,"- ამბობს ბადრი ჯაფარიძე.