რეზონანსი
06.11.2024

მოსამართლე ხუჭუას საუბარი ნიშნავს იმას, რომ მისი გადაწყვეტილება არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური გემოვნებით არის ნაკარნახევი, - განაცხადა „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, მოსამართლე ხუჭუას ქცევა არ ჯდება არც მოსამართლის სტანდარტში და არც იმ ეთიკურ ნორმებში, რომელიც მოსამართლეებს აქვთ დაწესებული - ეს არის დაუწერელი და დაწერილი ნორმები, რომლებსაც მოსამართლეები, როგორც წესი არ სცდებიან ხოლმე.

„ელისაშვილმა თამაში გაყიდა, რადგან დაახლოებით 1 საათით ადრე მოსამართლის გადაწყვეტილებამდე გამოაცხადა მისი გადაწყვეტილების შესახებ. ჩემი საქმე ნამდვილად არ არის, მაგრამ მე რომ მოსამართლე ვიყო, ნამდვილად შემრცხვებოდა საუბარი მას შემდეგ, რაც ჩემს მაგივრად პოლიტიკოსი გამოაცხადებდა ჩემს გადაწყვეტილებას აქციაზე, ტრიბუნიდან. მოსამართლე ხუჭუას ასეთი საუბარი ნიშნავს იმას, რომ მისი გადაწყვეტილება არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური გემოვნებით არის ნაკარნახევი. მას არავინ უკრძალავს პოლიტიკური გემოვნების ქონას, პირიქით, ამ ქვეყანაში როგორც არასდროს, ისე დაცულია აზრის, გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ სამოსამართლეო სტანდარტი მას არ აძლევს საშუალებას, წავიდეს, პოლიტიკური განცხადებები აკეთოს, აზრი გამოთქვას და ანგარიში აბაროს „ნაციონალური მოძრაობის" თუ რომელიმე მედიას. ის აბსოლუტურად გასულია სამოსამართლეო ეთიკის ჩარჩოებიდან. მე როგორც იურისტი ვამბობ ამას და არა მხოლოდ როგორც პოლიტიკოსი. მისი ქცევა არ ჯდება არც მოსამართლის სტანდარტში და არც იმ ეთიკურ ნორმებში, რომელიც მოსამართლეებს აქვთ დაწესებული. ეს არის დაუწერელი და დაწერილი ნორმები, რომლებსაც მოსამართლეები, როგორც წესი არ სცდებიან ხოლმე", - აღნიშნა მდინარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×