რეზონანსი
06.11.2024

აშშ-ის პოლიტიკურ ისტორიაში ყველაზე დიდი დაბრუნება, - ასე ეხმაურება უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებას.

„აშშ-ის პოლიტიკურ ისტორიაში ყველაზე დიდი დაბრუნება. პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ამ უზარმაზარ გამარჯვებას ვულოცავ! ეს მთელი მსოფლიოსთვის ძალიან საჭირო გამარჯვებაა", - წერს ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია Fox News-ის წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა და აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი გახდა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×