რეზონანსი
05.11.2024

„ლელოს“ წევრი თაზო დათუნაშვილი აცხადებს, რომ პროტესტი იქნება ყოველდღიური, რადგან საქართველოს მოქალაქეებს წაართვეს ხმის მიცემის უფლება.

მისი თქმით, პროტესტი იქნება მთელი ქალაქის მასშტაბით.

„მოძრაობა იქნება მთელ ქალაქში, სადაც მოვახერხებთ მოძრაობას. ეს იქნება ყოველდაღიურად. თქვენ ხედავთ, რომ გუშინდელის შემდეგ ძალას იკრეფს, ყოველდღიურად ადამიანები ემატებიან. მსვლელობის პროცესში ემატებიან ადამიანები. ეს არის მშვიდობიანი ფორმა, რომელსაც ქართული საზოგადოება დღეს ერთად აჩვენებს, ეს ხალხი, ჩვენი ხალხი, საქართველოს მოქალაქეები არიან გაბრაზებული, რომ მათ წაართვეს ყველაზე მნიშვნელოვანი, ხმის მიცემის უფლება, ხელისუფლების არჩევის უფლება. ამიტომ, ეს პროცესი არის ძალიან ცოცხალი, ეს იმოძრავებს მთელ ქალაქში ყოველდღიურად. იქნება სიურპრიზად ბევრ ადგილას ისეთ უბნებში, სადაც აქამდე არასდროს, არავითარი დემონსტრაცია არ ჩატარებულა. საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გაიგონ, რომ ამ ქვეყანაში ნორმალურად ცხოვრება ვეღარ გაგრძელდება და ეს არაორდინალური ვითარება, ასეთი მშვიდობიანი მსვლელობებით უნდა შევავსოთ. მათ შორის, ერთმანეთი გავაძლიეროთ“, – აღნიშნა თაზო დათუნაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×