რეზონანსი
05.11.2024

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება თეთრიწყაროს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც 12 საარჩევნო უბნის შედეგები გააბათილა, ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილება მან არა კანონის ენით, არამედ, ოპოზიციურად განწყობილი მეუღლის - ელზა გურგენიძის გავლენით მიიღო.

„თეთრიწყაროს მოსამართლემ, ვლადიმერ ხუჭუამ 12 საარჩევნო უბნის შედეგები გააბათილა, თურმე ბიულეტენებით ხმის ფარულობა არ იყო დაცული. "ნაცსივრცეში" ის ე.წ. "გმირია". რასაკვირველია, მოსამართლე ხუჭუას ამ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო სასამართლო იმსჯელებს, ეს ჩვეული პროცესია.

თანდართული "სქრინები" და ვიდეო სოცქსელში ვლადიმერ ხუჭუას მეუღლის, ელზა გურგენიძის ტოქსიკური გზავნილებია და ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ თეთრიწყაროს მოსამართლემ ხუჭუამ კანონის ენით მიიღო გადაწყვეტილება? 

"ნაცების" ხანმოკლე შავბნელი დავალება შესრულებულია და ეს მოსალოდნელიც იყო, რომ მსგავსი ავაზაკობა მოხდებოდა, თუმცა დემოკრატიული არჩევნებზე თავდასხმა მაინც ფუჭია რევანშისტებისთვის“, - წერს გია აბაშიძე.

ხუჭუას გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საზოგადოებრივი მოძრაობის, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილიც.

„სამწუხაროა, რომ ვლადიმერ ხუჭუა, ეს ადეიშვილისა და გვარამიას პროკურატურის მაღალჩინოსანი, დღემდე მოსამართლეა! რთული წარმოსადგენი არ არის, რა დონის ბინძური საქმეები აქვს შესრულებული, რომ სააკაშვილისგან ღირსების ორდენიც კი დაუმსახურებია!

2004 წლიდან 2011 წლის ჩათვლით პროკურატურაში სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე ნამუშევარი ადამიანი, ნაცაქტივისტი მეუღლით, ცხადია, ზიანს მიაყენებდა სახელმწიფოს, როგორც კი ამის საშუალება მიეცემოდა!

დავალებამაც არ დააყოვნა საელჩოდან და ხუჭუამ გაკოტრებულ, დამარცხებულ, გამარგინალებულ ოპოზიციას ხავსი გადაუგდო!!!“ – წერს ვატო შაქარიშვილი „ფეისბუქზე“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×