რეზონანსი
05.11.2024

მოსამართლე, რომელმაც ხმის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით სარჩელი დააკმაყოფილა

თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, წალ­კი­სა და თეთ­რი­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 30 უბ­ნის სა­არ­ჩევ­ნო შე­დე­გე­ბი გა­უქ­მდა. შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლე ვლა­დი­მერ ხუ­ჭუ­ამ მი­ი­ღო.

ვლადიმერ ხუჭუა დაიბადა 1976 წლის 7 ნოემბერს ქ. ქობულეთში. 1993 წელს დაამთავრა ქ. სამტრედიის N3 საშუალო სკოლა;

1998 წელს დაამთავრა ქ. თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი “იბერიას” იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

2001 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტისა და მიკროეკონომიკის ფაკულტეტი ბიზნესის ორგანიზაციის და მართვის სპეციალობით.

2009-2011 წლებში მუშაობდა საქართველოს მთავარი პროკურატურის შსს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე.

2012 წლის ივნისიდან ნოემბრამდე იყო საჩხერის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და ამავდროულად დაკისრებული ჰქონდა თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება.

2012 წლის ნოემბრიდან არის თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე და ამავდროულად დაკისრებული აქვს თავმჯდომარის უფლებამოსილება.

2017-2021 წლებში იყო თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე.

მინიჭებული აქვს იუსტიციის მრჩევლის სახელმწიფო სპეციალური წოდება.

2021 წლის ივნისიდან არის თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე წალკის მუნიციპალიტეტში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×