რეზონანსი
04.11.2024

ჩვენ მუხანათურად მოგვეპარნენ, ზურგში დანა ჩაგვარტყეს, სულში ხელი ჩაგვიყვეს და ყველაზე მთავარი ამოგვაცალეს, ჩვენი ხმა. ჩვენი ხმა ამოგვაცალეს იმიტომ, რომ მერე ქვეყანა სხვა ქვეყანას ჩააბარონ, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, მამუკა ხაზარაძემ რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ქართველი ხალხი არ დათმობს თავისუფლებას.

„ასეთი განსაცდელის დროს ჩვენი ქვეყანა ყოველთვის იდგა, მაგრამ არსებობს ერთი ამოუცნობი ფენომენი, რომელსაც ქართველი ხალხი ჰქვია, რომელიც გრძნობს იმ საშიშროებას, რომ არ დათმოს ყველაზე მნიშვნელოვანი და ეს არის თავისუფლება. არსებობს ორი ტიპის ქურდი. ქურდი, რომელიც მოგპარავს მობილურს, ფულს, მანქანას და არსებობს მეორე ქურდი, პოლიტიკური ქურდი, რომელიც გპარავს მომავალს. ასეთი პოლიტიკური ქურდი არის ბიძინა ივანიშვილი. სულ მეკითხებიან, რა არის ოპოზიციის გეგმა. გეგმა ვართ ჩვენ. ჩვენ გავიმარჯვებთ გაყალბების მიუხედავად. ეს წინააღმდეგობის მოძრაობა დაწყებულია თბილისში და მთელ საქართველოს მოედება. ჩვენ უნდა ვიაროთ კარდაკარ და ვუთხრათ, გამოდით, შემოგვიერთდით, რადგან ქვეყანა არის განსაცდელის ზღვარზე“, – განაცხადა ხაზარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×