სალომე სამადაშვილის განმარტებით, პრეზიდენტის გამოკითხვაზე დაბარებით ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ლეგიტიმაცია არ აინტერესებს.
„ჩვენს თვალწინ ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ მადუროს გზას დაადგეს. იმის ნაცვლად, რომ ეცადოს, რამენაირად მოიპოვოს საერთაშორისო ლეგიტიმაცია, პროკურატურის მიერ სალომე ზურაბიშვილის დაბარება, ეს არის პირდაპირ განაცხადი, რომ მე არ მაინტერესებს ლეგიტიმაცია და მადუროს გზას ვადგები. მადუროს გზას რომ დაადგება ივანიშვილი, დასავლეთიდანაც შესაბამისი პასუხი იქნება და ადეკვატური ზეწოლა. მიიღებს იმ პოლიტიკას დასავლეთისგან, რომელსაც აწარმოებენ მსგავსი რეჟიმების მიმართ და მერე ირბინოს ბიძინას ჯამბაზმა მდინარაძემ და ქართველი ხალხი მოატყუოს, რომ ბედნიერებაა, ვენესუელამ რომ აღიარა არჩევნები", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტის გამოკითხვაზე დაბარება არის მასზე ზეწოლისა და პროცესების პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანის მცდელობა.
„აბსოლუტურად აბსურდია, იურიდიული ნონსენსია პროკურატურის მხრიდან ჩვენების მისაცემად სალომე ზურაბიშვილის დაბარება იმიტომ, რომ საქმე უნდა გამოიძიოს პროკურატურამ და დადგინდა, რომ გაყალბების ვარაუდი არსებობს, საქმე ოფიციალურად გახსნილია და იქ ვინმეს ჩვენებას რაიმე ღირებულება აქვს?
ეს არის ზეწოლა სალომე ზურაბიშვილზე და ეს არის პროკურატურის მცდელობა, რომ პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს პროცესები. მისი გაჩუმება განსაკუთრებით უნდა ხელისუფლებას", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.