ბიძინა პანიკაშია, საქართველოს პრეზიდენტის შეშინებას პოლიტიზებული პროკურატურით ცდილობს, - ასე გამოეხმაურა კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე პროკურატურის მხრიდან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოკითხვაზე დაბარებას.
როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, "პრეზიდენტი და ქართველი ხალხი დღეს ეროვნულ და ევროპულ არჩევანს აკეთებს, ბიძინა და მისი კორუმპირებული მთავრობა კი რუსეთის და პუტინის მონა-მორჩილები არიან".
"ბიძინა პანიკაშია, საქართველოს პრეზიდენტის შეშინებას პოლიტიზებული პროკურატურით ცდილობს. პრეზიდენტი და ქართველი ხალხი დღეს ეროვნულ და ევროპულ არჩევანს აკეთებს, ბიძინა და მისი კორუმპირებული მთავრობა კი რუსეთის და პუტინის მონა-მორჩილები არიან!
ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში ქართველი ხალხი გაიმარჯვებს პრეზიდენტთან ერთად. წინ ევროპისკენ, არცერთი ნაბიჯი უკან! ევროპული არჩევანი ეროვნული არჩევანია!", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.