„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარი სალომე ზურაბიშვილის გამოკითხვაზე დაბარებას ეხმიანება.
როგორც ელენე ხოშტარიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, მედვედევის მითითებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს პრეზიდენტის პროკურატურაში დაბარება კომიკურია:
მისი თქმით, პროკურატურის მხრიდან გამოკითხვაზე დასაბარებელია ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის ღალატისთვის.
მედვედევის მითითებით, ყველანაირი კომიკური დაბარება, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან არის კიდევ უფრო დასუსტება და კუთხეში მომწყვდევა საკუთარი თავის. პროკურატურის დასაბარებელია ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის ღალატისთვის"- თქვა ხოშტარიამ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
ირკვევა, რომ გამოკითხვაზე დაბარებულია საქართველოს პრეზიდენტი. უწყების ცნობით, სალომე ზურაბიშვილის გამოკითხვა საგამოძიებო უწყებაში 31 ოქტომბერსაა დანიშნული.
ცნობისთვის, საგამოძიებო უწყებას ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 29 ოქტომბერს მიმართა.
შეგახსენებთ, საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებიდან რამდენიმე საათში, რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე სალომე ზურაბიშვილის დაკავება მოითხოვა.