ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში ნაციონალური მოძრაობის წევრებს, თათია ნიკოლაშვილს და დავით მჟავანაძეს თავს დაესხნენ.
როგორც ოპოზიციის წევრებმა "პირველებს" უთხრეს, მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ადმინისტრაციულ შენობაში ოცნების მომხრეების სიებს ადგენდნენ.
ადგილზე გამოჩენის შემდეგ თათია ნიკოლაშვილს და დავით მჟავანაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მობილური ტელეფონი წაართვეს თათია ნიკოლეიშვილს.
კადრებში ჩანს, რომ ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც კონკრეტული სიებია, იმყოფება მაჟორიტარი დეპუტატები სოფელ მელექედურიდან და სოფელ გურიანთიდან.
ოპოზიციის წევრების თქმით, სწორედ ისინი მონაწილეობდნენ მათზე თავდასხმაში.