არ მგონია, რომ „ნაციონალურ მოძრაობა“ იმაზე მეტად ვინმემ დაარბიოს, როგორც არის დარბეული, შვიდ ნაწილად არის დაყოფილი და გამოდიან სხვადასხვა ნუმერაციით, არავის ინტერესი არ არის, უპირველესად ხელისუფლების, რომ რაიმე ტიპის პროვოკაცია იყოს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ვინმეს თუ აქვს პროვოკაციის ინტერესი, ეს არის ოპოზიცია.
„ოპოზიციაში იციან, აგებენ არჩევნებს, ამ პროვოკაციაზე უნდათ, რომ წამოაგონ
უცხოელები თუ ქართველები. ამიტომ უპირველესად ჩვენ გვინდა, რომ მშვიდად, როგორც აქამდე მიდის, ისე ჩატარდეს არჩევნები. ახლა თუ ვინმეს აწყობს პროვოკაციები და არეულობა, ეს არის თავად ოპოზიცია, ეს იგივეა დაახლოებით მოუმზადებელი აბიტურიენტი რომ მიდის უნივერსიტეტში და თავის უცოდინრობას დააბრალებს საგამოცდო კომისიას, ასეა ოპოზიცია“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ პარტიის ვარკეთილის ოფისს თავს დაესხნენ.