"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლევან ხაბეიშვილი პარტიის ვარკეთილის ოფისის დარბევაში სოზარ სუბარის ხელს ხედავს. ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ სწორედ სუბარია ამ დანაშაულებრივი დავალების გამცემი.
ხაბეიშვილის თქმით, ივანიშვილის ხელისუფლება ისეთ რთულ მდგომარეობაშია, რომ ყველაფერზე მიდიან.
ამ დავალების გამცემი გახლავთ სოზარ სუბარი სამგორის რაიონში. ეს არის მთავარი კრიმინალი, რომელიც ასეთ დავალებებს იძლევა. ის არის გაგიჟებული, ადამიანი რომ გადავა ჭკუიდან და ქვებს რომ ისვრის, ასეა ახლა ბიძინა ივანიშვილი. დადის და უკაცრავად „ბეე“ აკლია და ალბათ საბოლოო ჯამში, მაგასაც გააკეთებს.
მე რაც ვნახე ახლა შემოსასვლელში, კონკრეტული სტენსილები, ბიძინა ივანიშვილის და სოზარის სახელები აქვთ დაწერილი და ჩვენმა საზოგადოებამ ისედაც ეს სახელები მათი. შესაბამისად, მოვუწოდებ მათ, რომ ტავის ოფისებთანდ დაწერონ ეს პირდაპირ, ჩვენთან ნუ მოდიან, - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.
თბილისში, ვარკეთილში "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ოფისი დაარბიეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა, თუმცა ამ დრომდე დანაშაულის ადგილზე შსს-ს თანამშრომლები არ გამოჩენილან.