რეზონანსი
13.10.2024

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია "ფორმულა" 5 000 ლარით დააჯარიმა. სასამართლომ ასევე დაკმაყოფილდა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის შუამდგომლობა, რომელიც სარეკლამო ბადიდან გიორგი გახარიას პარტიის უფასო პოლიტიკური რეკლამის ამოღებას გულისხმობს.

ფორმულას ინფორმაციით, დავის დაწყების საბაბი გახარიას პარტიისთვის კვალიფიციური სუბიექტის სტატუსის მინიჭება გახდა, რის შედეგადაც, ფორმულამ გიორგი გახარიას პარტიას უფასო სარეკლამო დრო დაუთმო. ეს გადაწყვეტილება Edison Research-ის კვლევებს ეფუძნება. იურისტების განმარტებით, შედეგების მიხედვით, კვალიფიციური სუბიექტის სტატუსის მინიჭების უფლებას კანონი იძლევა. მარეგულირებელი კომისია კი Edison Research-ის კვლევის აუდიტს მოითხოვს, რასაც კანონი არ ითვალისწინებს.

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია ფორმულა საქართველოს საარჩევნო კოდექსის დამრღვევად 10 ოქტომბერს ცნო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×