რეზონანსი
13.10.2024

ქართველმა ხალხმა იცის, რომ ერთი არის კლასიკური მოღალატე, ბატონი გახარია მეორე - ხანდაზმული თაღლითი. დამთავრებულია ამათი თემა. როგორც უნდა, ისეთი რეიტინგები წეროს „მთავარმა არხმა“, ჩემს ხაბეს არ გამოაპარონ, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ „ქრონიკასთან“.

„იციან რა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ წარსულია და ერთმანეთს არ აძლევენ ხმას ოჯახის წევრები, რადგან სამარცხვინოა მათი მხარდაჭერა, წინა პლანზე გამოიყვანეს შემდეგ აგენტურული ქსელი - ხაზარაძე და გახარია. ქართველმა ხალხმა იცის, რომ ერთი არის კლასიკური მოღალატე, ბატონი გახარია მეორე - ხანდაზმული თაღლითი. დამთავრებულია ამათი თემა. როგორც უნდა, ისეთი რეიტინგები წეროს „მთავარმა არხმა“, ჩემს „ხაბეს“ არ გამოაპარონ. მთავარი ეგ არის, „ხაბეს“ უთხრან“, - აღნიშნა ზარქუამ.

„მთავარმა არხმა“ გამოაქვეყნა „სავანტას“ კვლევის შედეგები, რომელზეც, „ქრონიკამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიღებულ მონაცემებზე საჭირო გახდა უხეში მანიპულაცია. ეს ყველაფერი კი იმისთვის, რომ პირველი ადგილი გვარამიას პარტიისთვის მიენიჭებინათ.

კვლევაში გვარამიას პარტიას 18% დაუწერეს, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 14%, გახარიას - 10%, ხაზარაძის პარტიას - 8% და „ქართულ ოცნებას“ - 38%.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×