რეზონანსი
12.10.2024

წაღებულია 1 კგ ოქრო და თითქმის 100 000 ლარი - ვანის ბაზარში მწვანილით მოვაჭრე ქალი, 27 წლის მანძილზე ნაგროვებ ქონებას ერთ თვეზე მეტია, ეძებს, თუმცა უშედეგოდ. 

დაზარალებული მზია პაიკიძე ამბობს, რომ 58 000 ლარი, 13 000 აშშ დოლარი და ოქრო ორგანიზებულმა ბანდამ რამდენიმე კვირის წინ გაიტანა და გაუჩინარდა. 

პოლიცია ვერც დამნაშავეებს და ვერც გატანილ ფულსა და ძვირადღირებულ ნივთებს ვეღარ პოულობს. 

შემთხვევა 7 ოქტომბერს სოფელ სალხინოში მოხდა. მზია პაიკიძე ამბობს, რომ თავდამსხმელებმა ჯერ მისი რძალი და შვილი სასტიკად სცემეს, შემდეგ კი საწოლზე მიაბეს. ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა თავად მწვანილის გამყიდველიც. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×