რეზონანსი
12.10.2024

ექსპორტის განვითარების ასოციაციაში აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობის ანტიდასავლურმა, გაურკვეველმა საგარეო კურსმა ევროპელ პარტნიორებში მათდამი ნდობა შეამცირა. როგორც ასოციაციის გამგეობის წევრი, გვანცა მელაძემ აღნიშნა, ქართველ ექსპორტიორებს ევროპელი პარტნიორები ახალ ხელშეკრულებებს არ უფორმებენ.

"ამ ეტაპზე შეთანხმებების დადებას ერიდებიან, რადგან საქართველოს გეოპოლიტიკური კურსი გაურკვეველია. გაუგებარია ისიც, მიჰყვება თუ არა ქვეყანა სანქციების შესრულების ვალდებულებას თუ სურვილს. როდესაც ევროკავშირში საპარტნიორო ურთიერთობაზე გრძელვადიანი [ხელშეკრულება] ფორმდება, შემდეგ შესაძლებელია, რომელიმე კომპანიის მოწილე დასანქცირებული აღმოჩნდეს და მიწოდებას რისკი შეექმნას. ამ რისკებს ითვალისწინებენ.

ბიზნესისთვის ამ ბაზრის დაკარგვა არა მარტო ეკონომიკურ, არამედ პოლიტიკურს გავლენას იქონიებს. თუმცა ბაზრის დაკარგვა ძალიან მცირე და პატარა მნიშვნელობის თემაა იმასთან შედარებით, თუ ჩვენი გეოპოლიტიკური კურსი შეიცვლება. [კურსის შეცვლა] პირველ რიგში, ემიგრაციის გაზრდას, სავიზო რეჟიმის საფრთხეს ნიშნავს. რაც მთავარია, მსგავსი ქვეყნები ყოველთვის სანქციების რადარის ქვეშ არიან და არცერთ განვითარებულ ქვეყანაში რისკის თავის თავზე აღება არ უნდათ", - განაცხადა გვანცა მელაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×