რეზონანსი
10.10.2024

"არ ინრვიულოთ!" - ასე პასუხობს "ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა მდინარაძეს. ხაზარაძე მმართველ პარტიას და ბიძინა ივანიშვილს ურჩევს, შეეგუონ ფაქტს, რომ ბრძოლა წააგეს. 

ხაზარაძის თქმით, მმართველმა პარტიამ კარგად იცის, რომ ხელისუფლების დათმობა და ოპოზიციაში გადასვლა უწევს: 

მათ იციან, რომ ხელისუფლებას ჩვენ გადავიბარებთ - "ძლიაერი საქართველო" იქნება წამყვანი ძალა კოალიციაში და შესაბამისად, ამ რეალობიდან გამომდინარე, ძალიან ნერვიულობენ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ "ქართული ოცნება" ქართული ძალა არ არის. "ქართული ოცნება" იმართება რუსეთიდან და პრაქტიკულად, მათი დამარცხება არ არის მარტო მათი პრობლემა, ეს არის რუსეთის პრობლემა. ჩვენ ამ ქვეყანაში უნდა დავასრულოთ რუსეთი და დავიწყოთ ევროპული ქვეყნის მშენებლობა. ეს არის ბიძინა ივანიშვილის ასეთი შეშფოთებისა და შეშინების ერთ-ერთი მიზეზი. 

მინდა ვუთხრა, რომ სანერვიულო არაფერია, მათ ეს ბრძოლა წააგეს. ქართველი ხალხი ტყუილებში ცხოვრების გაგრძელებას აღარ აპირებს"- თქვა მან. 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×