რეზონანსი
10.10.2024

"გერმანული მხარე განსაკუთრებით შეურაცხყოფილი უნდა იყოს იმით, რომ ივანიშვილმა და რუსეთმა, ფაქტობრივად, მათ სილა გააწნა" - ამის შესახებ განცხადება "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა გააკეთა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი "არარაობად აქცია და ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა", რაც სამადაშვილის განმარტებით, იმ ქვეყნის შეურაცხყოფაა, რომელმაც საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების შესახებ გადამწყვეტი როლი ითამაშა. 

ამასთან, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წარმომადგენელი ვარაუდობს, რომ ბუნდესტაგში საქართველოს საკითხზე მსჯელობის დროს, გერმანელი პოლიტიკოსებისგან მძიმე შეფასებები წამოვა. 

"ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ როდესაც აზრთა სხვადასხვაობა იყო ევროკავშირში, მიენიჭებინათ თუ არა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი, რადგან ყველა ხედავდა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს არანაირ მოთხოვნებს და ევროპის საწინააღმდეგო მიმართულებით მიდის, სწორედ გერმანიის პოზიცია იყო გადამწყვეტი, რომ საბოლოოდ მიიღეს პოზიტიური გადაწყვეტილება და კანდიდატის სტატუსი მიენიჭა ქვეყანას. ამიტომ მე არ მიკვირს, რომ დღეს ბუნდესტაგი მსჯელობს რეზოლუციაზე, რადგან განსაკუთრებით შეურაცხყოფილი უნდა იყოს გერმანული მხარე იმით, რომ ივანიშვილმა და რუსეთმა, ფაქტობრივად, სილა გააწნა მათ შორის გერმანიას, როდესაც კანდიდატის სტატუსი არარაობად აქცია და შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. მე ველოდები ძალიან მკაცრ შეფასებებს მათი მხრიდან და გაფრთხილებებს ივანიშვილის რეჟიმისთვის, რა ელოდება მას, თუ გააუქმებს დემოკრატიულ პროცესს ქვეყანაში", - თქვა სამადაშვილმა. 

ევროპარლამენტის შემდეგ, საქართველოს შესახებ რეზოლუციის დამტკიცებას გერმანიის ბუნდესტაგი აანონსებს - გერმანიის პარლამენტის წევრები მოითხოვენ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რეზოლუციის დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ბუნდესტაგის წევრები დაჟინებით მოითხოვენ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×