როგორც ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, დაფნა რენდმა “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” და “ატლანტიკური საბჭოს” მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, აშშ-ში ძალიან ღელავს და უმაღლეს დონეზე დააკვირდება საქართველოს არჩევნებს.
"მსურს ცოტა საქართველოზე ვისაუბრო, ვინაიდან, ახლა ჩვენთვის, აშშ-ის მთავრობაში, ეს ნამდვილად საგანგაშოა. “ქართული ოცნების” 12-წლიანი მმართველობის შემდეგ ძალიან კონკურენტული არჩევნებია 26 ოქტომბერს. ვხედავთ მოვლენას, როდესაც რუსეთი ცდილობს მხარი დაუჭიროს ამ პარტიას, რომელმაც არსებითად გადააკოპირა ის, რაც რუსეთმა სახლში გააკეთა, მაგალითად “უცხოური აგენტების” კანონის მიღებით, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებას, ზღუდავს ადამიანის უფლებების ორგანიზაციებს, ზღუდავს ალტერნატიული იდეების გამოხატვის შესაძლებლობებს, კრიტიკას, ახალი იდეების შემოთავაზებას.
ასე რომ, იანვარ-თებერვლიდან მოყოლებული რუსეთი და “ქართული ოცნება” ძალიან ცდილობდნენ, რომ შეეზღუდათ ეს სივრცე პოლიტიკური ოპოზიციისთვის, იმდენი მეთოდით და ისეთ დონეზე, რომ ჩვენ, სახელმწიფო დეპარტამენტში ვუპასუხეთ ჩვენი სავიზო შეზღუდვების მექანიზმით, რათა პასუხი ვაგებინოთ მათ, ვინც მოიფიქრა ეს “უცხოური აგენტების” კანონის იდეა.
პრობლემა არ არის თუ “ქართული ოცნება” სამართლიანად გაიმარჯვებს, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ მათ ქართველი ხალხისთვის მათი სურვილი თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა შეზღუდეს.
ქართველების 80% ევროკავშირთან მეტად დაახლოებისკენ მიისწრაფვის. არსებობს გაწევრიანების პროცესი, ასე რომ ხალხს სურს უფრო ახლოს იყოს ევროკავშირთან, სურს რეფორმების პროცესის გავლა, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება მოიაზრებს. ასე რომ, ამ სივრცის შეზღუდვა და რუსეთის ჩარევა იმისკენაა მიმართული, რომ საქართველოს მთავრობა და მისი ხალხი უკან თავის ორბიტაში დააბრუნოს, და ეს უბრალოდ მიუღებელია.
ალბათ გაიგეთ მთავარი სათქმელი, რომ ჩვენ ვღელავთ და აშშ-ის მთავრობა უმაღლეს დონეზე აკვირდება [არჩევნებს], ისევე როგორც აშშ-ის კონგრესი”, - განაცხადა რენდმა.