რეზონანსი
09.10.2024

უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ისტორიული სიწმინდეების მოვლა-პატრონობას და დაცვას. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ამ დიდებული შენაძენით გაამდიდრა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) განაცხადა.

როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილმა ამ შენაძენით გაამდიდრა ქართული კულტურული მემკვიდრეობა.

„დღეს აღვნიშნავთ შესანიშნავ მოვლენას, ამ დიდებული ხელნაწერის, პალიმფსესტის საქართველოში ჩამოტანას და ვფიქრობთ ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობაზე, ისტორიულ სიძველეებსა და მათ მნიშვნელობაზე. უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ისტორიული სიწმინდეების მოვლა-პატრონობას და დაცვას. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ამ დიდებული შენაძენით გაამდიდრა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა“, – განაცხადა მეუფე შიომ.

ქართველი მოღვაწის, იოანე ზოსიმეს მიერ შექმნილი და მის მიერვე აკინძული ხელნაწერი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით და ძალისხმევით იქნა შეძენილი, საქართველოში დღეს ჩამობრძანდა. წმინდა ხელნაწერი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს საკუთრებაში ასევე  ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით გადაეცემა და ის ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდში განთავსდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×