რეზონანსი
08.10.2024

მოქალაქეს "ოცნების" დეპუტატმა, დავით კაჭარავამ ტელეფონი წაართვა, - ინფორმაციას და ვიდეომასალას მოქალაქე ონისე ოქრიაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც კაჭარავამ ტელეფონი წაართვა, მას 20-მდე ადამიანი შემოეხვია. 

"ჭოველიძეზე დავით კაჭარავასთვის მინდოდა მეკითხა, რომელი სიგარეტი შევუგზავნო როცა კონსტიტუციის ღალატის გამო დაიჭერენ. შორიდან ყვირილი არ მინდოდა, ახლოს მივედი რო მენახა რუსის თვალები როგორია. ხოდა ტიპი მეცა და ტელეფონი წამართვა. ვიდეო წყდება. მერე გამოდის ოცი ტიპი და მომსდევს ძველბიჭური ფრაზებით. გამვლელებს ვთხოვ, რო პატრულში დარეკეთ მეთქი და არავინ ყური არ შეიბერტყა. რავიცი აბა. წადით არჩევნებზე 26-ში ", - წერს სოციალურ ქსელში ონისე ოქრიაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×