საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ივანიშვილის ხელისუფლებასა და საბჭოთა კავშირის მმართველობას შორის, ფაქტობრივად, ტოლობის ნიშანს სვამს.
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი "საჯარო პოლიტიკის" ეთერში პირდაპირ ამბობს, რომ "ქართული ოცნება" სწორედ ის პოლიტიკური ძალაა, რომელიც საბჭოთა კავშირეზე ბევრად უარესია.
ხომ მეზიზღებოდა საბჭოთა კავშირი და მიუღებელი იყო ჩემთვის, მაგრამ ეს ხომ იმაზე ბევრად უარესია. ის დამპყრობელი იყო და ეს უბედურება შენ თვითონ გინდა. ერთი არჩევნენია, რომ გინდა უბედურება შენი შვილებისთვის, მეორე მხრივ, გაქვს შანსი, რომ წახვიდე სინათლისკენ", - ამბობს გიორგი მარგველაშვილი.