რეზონანსი
07.10.2024

ვლადიმერ პუტინის სოჭის რეზიდენციაში ის მთავარი შენობა დაანგრიეს, სადაც მან 2008 წელს ჯორჯ ბუშ უმცროსს უმასპინძლა. ბოჩაროვ რუჩეიში მთავარი შენობის დანგრევის შესახებ ინფორმაციას მედია პროექტი ავრცელებს. 

ინფორმაციის ნამდვილობა თანამგზავრის მიერ გადაღებული ფოტოებით დასტურდება. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 6 მარტს რეზიდენციას ეწვია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ გროსი, რომელიც როსატომის გენერალურ დირექტორს, ალექსეი ლიხაჩოვს სხვა შენობაში შეხვდა. 

მედია პროექტის მიხედვით, პუტინი ბოლო პერიოდში სტუმრებს ახლომდებარე აგარაკზე ხვდება, რომელსაც ბოჩაროვ რუჩეი 2-ს ეძახიან.

ბოჩაროვ რუჩეი 1991 წლიდან რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ოფიციალური რეზიდენციაა. პუტინის მმართველობის პერიოდში აგარაკს სტუმრობდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერები, რეჯიფ თაიფ ერდოღანი, ალექსანდრ ლუკაშენკო.

ბოჩაროვ რუჩეის გარდა პუტინს რუსეთის სხვადასხვა ნაწილში კიდევ 3 არაოფიციალური რეზიდენცია აქვს. 2021 წელს ალექსეი ნავალნის გუნდმა ვრცელი რეპორტაჟი გააკეთა გელენჯიკის აგარაკზე. პუტინის თქმით, რეზიდენცია მას არ ეკუთვნის. მოგვიანებით რუსეთის პრეზიდენტის მეგობარმა, არკადი როტენბერგმა თქვა, რომ გელენჯიკის შენობა მისია და ახლო მომავალში სახლის სასტუმროდ გადაკეთებას გეგმავს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×