რეზონანსი
05.10.2024

სალომე ზურაბიშვილმა საბჭოთა კავშირის ხელისუფლებასა და ივანიშვილის გუნდის მმართველობას შორის ტოლობის ნიშანი დასვა. 

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, "ქართული ოცნების" ანტიდასავლური ქმედებების შესახებ კითხვები დემოკრატიული ქვეყნების ლიდერებსაც აქვთ - პრეზიდენტის თქმით, მათ აინტერესებთ, "როგორ იქცა "ქართული ოცნება" მოსკოვის ინსტრუქციების თუ ბრძანებების შემსრულებელი". 

ის რაც "ქართული ოცნებისგან" საარჩევნოდ გვესმის, რომ მმართველი გუნდიც, ყველაფრის მიუხედავად მიდის ევროპისკენ, ისეთივე ტყუილია, როგორი ტყუილიც იყო საბჭოთა კავშირში, მაშინაც საბჭოთა კავშირი ირწმუნებოდა, რომ თვითონ იყო დემოკრატიული, თვითონ იყო ყველაფერი ის, რაც რეალურად დასავლეთში იყო და საკუთარ თავზე იბრალებდა. იგივეა დღეს - "ჩვენც მივიყვანთ ქვეყანას ევროკავშირისკენ" სად მიიყვან, როცა ყველა გეუბნება, რომ ამ ფორმით, რუსული კანონით და სხვა კანონებით, ამ მიდგომით, პარტნიორების ყოველდღიური ლანძღვით, მოგონილი რაღაც "ომის პარტიით", ვერანაირად ვერ შემოხვალთ ევროკავშირში, მაგრამ ეს ფანჯარა ქართველი ხალხისთვის ღიაა, რომელსაც აქვს შანსი, როგორც ამას დემოკრატია ითხოვს, საკუთარი სათქმელი არჩევნებზე თქვას" - დასძინა ზურაბიშვილმა. 

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება "რუსულ მუსიკაზე უკრავს და ცეკვავს". 

მე არ ციცი, ვის თავში რა ტრიელებს, ვინ ვისზეა დამოკიდებული ან რატომ,  ან რა არის ის უხილავი ძაფები რაც აკავშირებთ ვიღაცებს მოსკოვთან თუ მოსკოვის ზოგიერთ წრეებთან, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველო, უკვე რამდენიმე წელია (ორწელიწად ნახევარია) მიჰყვება რუსულ სცენარებს"- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. 

სალომე ზურაბიშვილი არც იმას გამორიცხავს, რომ ივანიშვილის გუნდი თავიდანვე რუსეთზე იყო გამობმული და ეს ინიღბებოდა. 

წყარო: ტვ. პირველი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×