რეზონანსი
05.10.2024

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) საჰაერო იერიშებს დაჯგუფება „ჰეზბოლას“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე ჰაშემ საფი ად-დინი ემსხვერპლა. ინფორმაციას არაბული მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, საფი ად-დინი ისრაელის არმიის ავიადარტყმებს პარასკევს ემსხვერპლა. მასთან ერთად „ჰეზბოლას“ რამდენიმე მაღალჩინოსანი და ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ოფიცრებიც დაიღუპა.

აღსანიშნავია, რომ საფი ად-დინი არის 27 სექტემბერს „ჰეზბოლას“ ლიკვიდირებული ლიდერის ჰასან ნასრალას ბიძაშვილი. რამდენიმე დღის წინ დაჯგუფებამ ის ახალ გენერალურ მდივნად აირჩია. საფი ად-დინი „ჰეზბოლაში“ მეორე პირად ითვლებოდა. დაჯგუფების ახალი ლიდერის არჩევის შესახებ ოფიციალურად განცხადება არ გავრცელებულა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×