რეზონანსი
04.10.2024

საქართველო თუ გახდება ერთპარტიული ქვეყანა, სადაც პოლიტიკური ოპოზიცია აკრძალულია, სამოქალაქო საზოგადოებას დასჭირდება საქართველოდან წასვლა, რათა იფუნქციონიროს, საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი ვერც დღეს, ვერც ხვალ და ვერც ზეგ, - ამის შესახებ ევროკაშვირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის პრინციპებს ყველა წევრი და ყველა მსურველი სახელმწიფო მკაცრად უნდა იცავდეს.

„მკითხეთ რა მთავრობის ბოლო საარჩევნო განცხადებებზე, ნება მიბოძეთ, ვთქვა ხმამაღლა და გარკვევით, რომ ევროკავშირი დაფუძნებულია რიგ ღირებულებებზე. ეს ღირებულებები საკამათო არ არის. ეს ღირებულებები ასახულია ხელშეკრულებებში. ეს არის თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, უმცირესობების უფლებები. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებში საქართველოს ხალხი აირჩევს ახალ მთავრობას, რომელიც დაიცავს ამ ნორმებს. ნება მიბოძეთ, ვთქვა ძალიან ღიად, თუ საქართველო გახდება ერთპარტიული ქვეყანა, გახდება ქვეყანა, სადაც პოლიტიკური ოპოზიცია აკრძალულია, სადაც სამოქალაქო საზოგადოებას დასჭირდება საქართველოდან წასვლა, რათა იფუნქციონიროს, თუ ადამიანების საბაზისო უფლებები, უმცირესობების უფლებების ჩათვლით არ არის დაცული, საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, ვერც დღეს ვერც ხვალ და ვერც ზეგ. ეს არის არასაკამათო პრინციპები, რომელსაც ყველა წევრი სახელმწიფო და ყველა მსურველი სახელმწიფო მკაცრად უნდა იცავდეს", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×