რეზონანსი
04.10.2024

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ეგზისტენციალურ კრიზისის წინაშე დგას, რადგან ის ეკონომიკური წარმოებისა და ინვესტიციების მოცულობით აშშ-ს და ჩინეთს ჩამორჩება. სტატიას ამ შინაარსით Politico ავრცელებს.

მაკრონი ამტკიცებს, რომ 27 ქვეყნისგან შემდგარი ბლოკი მოწყვლად მდგომარეობაშია ზედმეტი რეგულაციების, არასაკმარისი ინვესტიციებისა და შიდა განხეთქილებების გამო.

„ევროკავშირი შესაძლოა მოკვდეს, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტის ზღვარზე ვიმყოფებით“, - ციტირებს გამოცემა მაკრონს. „ჩვენი წინა მოდელი დასრულდა. ჩვენ ძალიან ვერევით რეგულაციებში და არასაკმარის ინვესტიციებს ვდებთ. თუ ჩვენ ჩვენს კლასიკურ დღის წესრიგს მივყვებით, უახლოეს ორ-სამ წელიწადში ბაზრის დატოვება მოგვიწევს“, - დასძინა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მაკრონმა ევროკავშირის საერთო ბაზრის გაღრმავების საჭიროებას გაუსვა ხაზი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი აზრით, გაჩნდება კონკურენტუნარიანობის დაკარგვის რისკი, რაც, საბოლოო ჯამში, მსოფლიო ასპარეზზე ევროკავშირის მნიშვნელობას დააკნინებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×