რეზონანსი
03.10.2024

მოსკოვის დოროგომილოვსკის სასამართლომ 59 წლის მედდას ოლგა მენშიხს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა „ყალბი ინფორმაციების" გავრცელების საქმეზე.

მენშიხის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე  VKontakte-ს ქსელში გამოქვეყნებული ორი პოსტისთვის აღიძრა. პირველი ეხებოდა წამებას ბუჩაში, მეორე კი ვინიცას დაბომბვასა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას ბრიფინგს. 

რუსულმა სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო რუსული არმიის შესახებ პოლიტიკური სიძულვილით მოტივირებული „ცრუ ინფორმაციის“ გავრცელებაში.

მედდა მიმდინარე წლის გაზაფხულზე დააკავეს. თავდაპირველად იგი შინაპატიმრობაში იმყოფებოდა, სექტემბერში კი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევის გამო, როდესაც მენშიხი სტომატოლოგთან ვიზიტზე ისე წავიდა, რომ სამართალდამცველები არ გააფრთხილა. 

დაკავებული "დანაშაულს" არ აღიარებს და პოსტების გამოქვეყნებასაც უარყოფს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×